Monday, July 14, 2014

რეფლექსია-დღე IX
       "გასრულდა ესე ამბავი,ვითა სიზმარი ღამისა"-დავამთავრეთ ჩვენი ტრენინგი.
       ე.ი. რა ვისწავლეთ:
   საგნის მიხედვით ავირჩიეთ რაღაც საკითხი და შევქმენით პროექტი,თავისი მიზნებით,მისაღწევი შედეგებით და ა.შ.შევავსეთ შაბლონი.გავაკეთეთ ბუკლეტი,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შეფასების ნიმუშები და მასწავლებლის პორტფოლიო შევქმენით.ბოლოს კი ეს ყველაფერი Drive-ზე ავტვირთეთ.დღეს იმ ყველაფერმა,რასაც მთელი 9დღის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებდით,დასრულებული სახე მიიღო.ძალიან საინტერესო სამუშაო იყო.
   ბოლოს,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტრენერს,მასწავლებლის სახლს და ყველას,ვინც მასწავლებლებზე ზრუნავს.ნახვამდის,მომავალ შეხვედრამდე!
რეფლექსია-დღე VII
 დღეს დავამთავრე ბუკლეტი და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.არა უშავს,კარგი გამოვიდა.საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო.დაგვრჩა ორი დღე.საინტერესოა,როგორი იქნება საბოლოო სახე.

Saturday, July 12, 2014

რეფლექსია-დღეVI
ტრენინგი დასასრულისკენ მიდის.პროექტს თითქმის ვამთავრებთ.ბევრ საინტერესო სიახლეს ვსწავლობთ.დამღლელია,მაგრამ ძალიან საინტერესო.



რეფლექსია-დღე VIII

რეფლექსია-დღე VIII
  დღეს გავაკეთე მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია.ბოლო შტრიხებიღა დარჩა.შემდეგ მეცადინეობაზე ეს ყველაფერი უკვე დასრულებული სახით Drivze აიტვირთება.ტრენინგი ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან დამღლელი იყო.არ ვწუწუნებ,უბრალოდ,მგონია,რომ როცა რამეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდები,დაღლა ბუნებრივია.

Sunday, July 6, 2014

რეფლექსია დღე V
  დღეს ვისწავლეთ DRIVE -ზე გაზიარება,შევავსეთ პროექტის შაბლონი ს შეფასების რუბრიკა.ძალიან მძიმე დღე იყო.ძალიან დავიღალე.გავაკეთე ბუკლეტი.ეს იყო საცდელი ვარიანტი.რაღაც იდეები მომივიდა თავში და შემდეგ მეცადინეობაზე ახალს გავაკეთებ.

პროექტის პორტფოლიო-თიკო

   ჩემი პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე.

Thursday, July 3, 2014

რეფლექსია- დღე IV

      დღეს ავტვირთე პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.მგონი,ცუდი პროექტი არ გამომივა.ეს თემა ჩემი სუსტი წერტილია.საშინლად მაღიზიანებს ზოგიერთი "ვაიჟურნალისტის",და არა მარტო მათი, დამახინჯებული მეტყველება.ჩემი ქართული ენა ცოცხალი ადამიანივით მეცოდება.
    გარდა ამისა,ვისწავლეთ Drive.