რეფლექსია-დღე IX
"გასრულდა ესე ამბავი,ვითა სიზმარი ღამისა"-დავამთავრეთ ჩვენი ტრენინგი.
ე.ი. რა ვისწავლეთ:
საგნის მიხედვით ავირჩიეთ რაღაც საკითხი და შევქმენით პროექტი,თავისი მიზნებით,მისაღწევი შედეგებით და ა.შ.შევავსეთ შაბლონი.გავაკეთეთ ბუკლეტი,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შეფასების ნიმუშები და მასწავლებლის პორტფოლიო შევქმენით.ბოლოს კი ეს ყველაფერი Drive-ზე ავტვირთეთ.დღეს იმ ყველაფერმა,რასაც მთელი 9დღის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებდით,დასრულებული სახე მიიღო.ძალიან საინტერესო სამუშაო იყო.
ბოლოს,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტრენერს,მასწავლებლის სახლს და ყველას,ვინც მასწავლებლებზე ზრუნავს.ნახვამდის,მომავალ შეხვედრამდე!
No comments:
Post a Comment